მელოქსიკამი (Meloxicam) არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (NSAID), რომელიც გამოიყენება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებთან დაკავშირებული ტკივილისა და ანთების შესამცირებლად, მათ შორის სახსრებისა და კუნთების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს.
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერება: მელოქსიკამი.
ხელმისაწვდომი დოზირებები:
-
1 მგ მელოქსიკამი 1 ტაბლეტში.
-
2 მგ მელოქსიკამი 1 ტაბლეტში.
გამოყენების წესი: პერორალურად. დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ვეტერინარი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულები და სისხლდენა, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევები. არ გამოიყენოთ გაუწყლოების დროს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ან კორტიკოსტეროიდებთან ერთდროულად.
მნიშვნელოვანია: გამოიყენეთ მხოლოდ ვეტერინარის დანიშნულებით.
ფასი მითითებულია 1 ტაბლეტისთვის.
